ბავშვები ხშირად გვაბრაზებენ, საინტერესოა როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში ? ფაქტების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, თორემ უარეს შედეგს მივიღებთ, გამოსავალი ერთია უნდა დავსაჯოთ, მაგრამ როგორ? აი სწორედ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს მოცემულ სტატიაში.
თუმცა, სანამ კითხავს გააგრძელებდეთ უნდა გახსოვდეთ რომ მოგეთხოვებათ შემდეგი თვისებები:
– მიმდევრობა;
– ადეკვატურობა;
– მოთმინება;
– სიყვარული;
პირველი, რაც უნდა გაიაზროთ არის ის, რომ დასჯა არ არ უნდა იყოს წყენის, დამცირების ან შურის გამოვლინება. იგი გაკვეთილის ხასიათს უნდა ატარებდეს.
იმისათვის, რომ გავექცეთ ზემოთნახსენებ უარყოფით მხარეებს, ბავშვს სასჯელი უნდა მოვუფიქროთ მას შემდეგ, რაც ცოტათი დავწყნარდებით, თორემ ცხელ გულზე შესაძლებელია შვილისთვის მძიმე სასჯელი გავიმეტოთ. სასჯელი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც წყნარი,შეგონებითი საუბრით ვერ ვაგებინებთ ბავშვს და ვგრძნობთ, რომ მსგავსი საქციელი შეიძლება კიდევ გაიმეოროს.
სასჯელი მაქსიმალურად ზუსტად უნდა შევარჩიოთ – საქციელისა და მოზარდის ასაკის გათვალისწინებით. ნუ ვიქნებით ისეთი მშობლები, რომლებიც მზად არან შვილებს ერთი კვირით აუკრძალონ საყვარელი გატაცება.
ზემოთ აღვნიშნე, რომ სასჯელი უნდა შეეფერებოდეს ბავშვის ასაკსაც. პატარებისათვის დრო უფრო ნელა მიდის, ვიდრე უფროსებისათვის. მაგალითისათვის 3-4 წლის ბავშვისათვის 15 წუთით კუთხეში დაყენება აუტანელი იქნება.
როგორც თავში ვახსენე სასჯელი უნდა იყოს გაკვეთილი, ამიტომ ბავშვს არ უნდა დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის აღარ გიყვართ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ის არა მხოლოდ მისი კარგი ან ცუდი საქციელების გამო გიყვართ.
ხშირად მშობლები იყენებენ ასეთ სიტყვებს “ჭკუით იყავი, თორემ დაგსჯი”, თუმცა რეალურად ამას არ აკეთებენ და ბავშვი მათ აღარ უჯერებს. მაგრამ, როდესაც ბავშმა იცის რომ მას რეალურად ელის სასჯელი ის უფრო დამჯერი ხდება.
დროთა განმავლობაში სასჯელი ჩამოყალიბდა, როგორც ძალადობისა ან მკაცრი მუქარის მქონე მოქმედედებათ, რაც არ არის კარგი, თუმცა ფაქტია რომ ბავშვს ვერ გავზრდით ისე რომ არ მოგვიწიოს მისი დასჯდა. უბრალოდ უნდა ვიყოთ ყურადღებით დასჯის ფორმის შერჩევისას და უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც შვილს საუბრით ვერ აღწევთ სასურველ შედეგს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0