გავიხსენოთ, რომ სურათზე მუშაობა მოსამზადებელი ეტაპით იწყება.
მოსამზადებელი ეტაპი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რაზე უნდა დაიხატოს სურათი: ტილოზე, ხეზე, მუყაოზე თუ ქაღალდზე.
ამჯერად გაგაცნობთ თუ როგორ ემზადება მხატვარი ტილოზე სურათის დასახატად.
1) თავდაპირველად ხის ქვეჩარჩოზე მხატვარი ტილოს ჭიმავს.
2) ტილოს ზედაპირი საგანგებო გრუნტით იფარება, რათა ქსოვილის ძაფებს შორის ნახვრეტები ამოივსოს; გრუნტის გაშრობის შემდეგ, ტილო უკვე მზადაა და მხატვარს შეუძლია მუშაობის დაწყება.
3) სურათი საგანგებო დაზგაზე – მოლბერტზე – იდება.
4) მხატვარი დებს და აზავებს საღებავებს საგანგებო დაფაზე, რომელსაც პალიტრა ეწოდება.
5) მხატვარი ხატავს ფუნჯით.
საღებავიანი ფუნჯის მოძრაობით სურათის ზედაპირზე რჩება კვალი, რომელსაც მონასმი ეწოდება. მონასმი შეიძლება იყოს ვერტიკალური, ჰორიზონტალური, წრიული, ნახევარწრიული, ზიგზაგისებური და სხვა. სხვადასხვაგვარი მონასმი ჩანაფიქრის შესაბამისად გამოიყენება.
სხვადასხვაგვარი მონასმით განსხვავებული ზედაპირის გადმოცემაა შესაძლებელი. ზედაპირის დამახასიათებელი ნიშნების გადმოცემას სახვით ხელოვნებაში ფაქტურა ეწოდება.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0